LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არიან მარტოხელა ქალები ყველაზე ბედნიერი

1301

„მარტოობა ტრაგედია არაა“, – ამბობენ ქალბატონები, ვინც საკუთარი ნებით აირჩია მარტო ყოფნა. საინტერესოა, რაში პოულობენ მარტოხელა ქალები საკუთარ ბედნიერებას.

 საკუთარი მარტოობით ტკბობა  – ზოგს ძალიან უჭირს საყვარელ ადამიანთა დაშორება, თუმცა საბოლოოდ ეჩვევა და სხვა აღარავინ სჭირდება, რადგან კომფორტულად გრძნობს თავს მარტო.

დამოუკიდებლობა – მარტოხელა ქალი ფინანსურად, სოციალურად და ფსიქოლოგიურად დამოუკიდებლებია. კარგად იცის როგორ მიხედოს საკუთარ თავს, გაანაწილოს ფინანსები და პრობლემებსაც დამოუკიდებლად აგვარებს. ის ძლიერია და ყოველთვის თავისუფლად შეუძლია სხვისი დაეხმარება, დამოუკიდებლობა კი, სითამამეს მატებს და მუდმივად წინსვლისკენ უბიძგებს.

საკუთარი თავის რწმენა – საყიდლების გაკეთება იქნება თუ ფილმის ნახვა – ის ყველაფერს სრულ მარტოობაში აკეთებს. მისთვის ეს აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ნამდვილ „მე“-სთან ურთიერთობს.

 წარმატება – მან შეძლო პირად განვითარებაზე კონცენტრირება, რადგან ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა და ყველა მიზნისა და ოცნების განსახორციელებლად მოიცალა. კარგად სწავლობდა და დიდ დროს უთმობდა პროფესიონალურ საქმიანობას, წარმატებას კი, მაშინ მიაღწია, როცა მისი მეგობრები გაცნობით, ქორწინებითა და ბავშვების აღზრდით იყვნენ დაკავებული. სამყაროს მასავით ნიჭიერი ადამიანები სჭირდება, მას კი, ბევრის გაცემა შეუძლია და საკუთარ პროფესიონალიზმსაც მუდმივად სრულჰყოფს.

სიყვარული – ის არასდროს ეძებს სიყვარულს, რადგან დარწმუნებულია, რომ სიყვარული თვითონ მიაგნებს და არ ღირს დროის ფუჭად დახარჯვა.

შინაბერა – ქორწინება არასდროს ყოფილა მისი ოცნება. რა თქმა უნდა, გათხოვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა, თვითონ პირველ ნაბიჯს არასდროს გადადგამს, რადგან უკვე შეეჩვია საკუთარ მარტოობას.

მარტოობა ქალს საკუთარი თავის აღმოჩენაში ეხმარება, რადგან მან ზუსტად იცის, ყველა თავისი ნაკლი და ღირსება, აფასებს საკუთარ ინდივიდუალობას და იმ შემთხვევაში, თუ ღირსეული მამაკაცი გამოჩნდა, არასდროს მოექცევა მისი გავლენის ქვეშ, ყოველთვის ეცოდინება საკუთარი თავის ფასი და სხვასაც ასწავლის დაფასებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g