LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დატოვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ევროპული საქართველო“

205
zurabi

ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია.

„ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას.

გამოცდილება, რაც საჯარო სამსახურში 17-წლიანი მუშაობით დამიგროვდა, ეკუთვნის იმ ქვეყანას, რომლის სამსახური ჩემთვის პატივია. სოციალური მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ პერიოდულად ჩემი აზრი დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას“. – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ევროპულ საქართველოს“ მისი დამფუძნებელი დავით ბაქრაძე დატოვებს, თუმცა ამას თავად პარტიის ლიდერი არ ადასტურებს. ცნობისთვის, არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა ელენე ხოშტარიამ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები