ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება. დღეს მიტროპოლიტმა სტეფანემ დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა გადააყენა.
დედაოები ამბობენ, რომ მღვდელმთავარმა თათბირი ჩუმად მოიწვია. მათ მხოლოდ 10 წუთით ადრე შეატყობინა თათბირის შესახებ.
დედა სოსანამ კი თათბირი პროტესტის ნიშნად დაწყებისთანავე დატოვა.
ერთ- ერთი ვერსიით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის დედაოები ლოცვებში პატრიარქს არ მოიხსენიებენ.
დედა სოსანა აცხადებს, რომ პატრიარქს მანამდე არ მოიხსენიებს ლოცვებში, სანამ მას ბრალად ედება მამათმავლობა.
„სანამ პატრიარქი არის ამ ბრალით, რომ მას ედება მამათმავლობის ცოდვა, სანამ არ ჩატარდება სინოდი და ამ საკითხს არ განიხილავენ, მე არ ვაპირებ პატრიარქის მოხსენიებას. მან დამსაჯა ორი მუხლით”. – ასე გამოეხმაურა დედა სოსანა, მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს ის წინამძღვრობიდან გადააყენა.
დედა სოსანა ამბობს, რომ მეუფე სტეფანე არის ცრუ მიტროპოლიტი და მის ბრძანებებს არ დაემორჩილება.