პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვების იმუნური სისტემის გაძლიერებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ბალანსირებული საკვების აუცილებლობას.

„საკვები უნდა იყოს ბალანსირებული. თუ ბავშვი ჩვილია, ის უნდა იკვებებოდეს ძუძუთი. ეს არის უნიკალური, შეუცვლელი საკვები ბავშვისთვის. მასში ძალიან მაღალია ანტისხეულების რაოდენობა. გახსოვდეთ, რომ ეს მართლა შეუცვლელი დაცვაა თქვენი ბავშვისთვის. მოზრდილი ბავშვი უნდა ვკვებოთ მრავალფეროვანი საკვებით. მნიშვნელოვანია, მან მიიღოს ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც საჭიროა ჩვენი ჯანმრთელობისთვის: ცილა, სწორი ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები. ვიტამინები მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს იმუნიტეტის ფორმირებასა და ჩვენს იმუნურ პასუხში. ხილის და ბოსტნეულის მოხმარება ერთმნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. ცოცხალი მეგობარი ბაქტერიები. ჩვენს ორგანიზმში და ნაწლავში განსაკუთრებით, არის ჩვენი მეგობარი ბაქტერიები. ხშირად მას მედიკამენტის სახითაც ვიღებთ ხოლმე. ეს მეგობარი ბაქტერიები დიდ როლს ასრულებენ იმუნიტეტის ფორმირებაში. ამიტომ მაწონი, რძემჟავა პროდუქტები, რძის პროდუქტები, იოგურტი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. კვლევაც არის, რომ ისინი ვირუსულ ინფექციებს ამცირებენ“ – ამბობს მაია ხერხეულიძე ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში სახეწლოდებით ,,გააძლიერე იმუნიტეტი / აქციე წესად”.

ნატალია ხარაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები