LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეფორმების გადავადებას არ ვაპირებთ: გახარია

148
gaxaria

რეფორმები აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ 2024 წელს მიზანი მიზნად არ დარჩეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი დაპირება შევასრულოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, მაკა ბოჭორიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა და ეკონომიკური კრიზისისა, რეფორმების გადავადება არ იგეგმება.

რეფორმების გადავადებას არ ვაპირებთ, მარტივი მიზეზით. გადავადებული რეფორმა, განსაკუთრებით ახლა, კრიზისში არის დაკარგული დრო. კარგად გვესმის, რომ როგორც კი ეს ეკონომიკური და პანდემიური კრიზისი დასრულდება, გლობალური კონკურენცია, განსაკუთრებით ევროპულ სივრცეში იქნება უაღრესად მწვავე და ჩვენ თუ აქ რაიმე განზომილების მიმართულებით ფორმაში არ ვიქნებით, მათ შორის, სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით, იქნება ეს სამართალდამცავი სისტემა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, ნებისმიერი, აქ თუ შესაბამის ფორმაში არ ვიქნებით, უბრალოდ შეიძლება „ღია ფანჯრის“ შესაძლებლობა დავკარგოთ და ხელიდან გავუშვათ.

ამიტომ არ ვაპირებთ ამას. მეტსაც გეტყვით, რომ DCFTA-ის შესრულება თანმიმდევრულად კი მიმდინარეობს, მაგრამ მეორეს მხრივ ამ DCFTA-ის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობების ათვისებაში ძალიან ჩამოვრჩებით, სერიოზულად ჩამოვრჩებით. აქაც ბევრი რამეა გასაკეთებელი, სტრუქტურული პრობლემაა, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, დღეს ამას ვერ გრძნობენ, თავისუფალი სავიზო რეჟიმი არის ყველაზე ხელშესახები შედეგი ჩვენი ევროკავშირთან დაახლოებისა, რომელიც ჩვენმა მოქალაქემ იგრძნო. იმის იქით, ეკონომიკური, განათლების, თუ მცირე ბიზნესის თვალსაზრისით ჩვენი მოქალაქეები, სამწუხაროდ, ამას ვერ გრძნობენ. გრძნობენ ერთეულები და ამის ძირითადი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს რეფორმების არადროული გატარება და სტანდარტების არდაახლოება. ამიტომ არის, რომ ჩვენი მოქალაქეები ამას ვერ იყენებენ. სტანდარტების დასაახლოებლად და ამ სამართლებრივი ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გამოსაყენებლად რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავატაროთ ეს რეფორმები. ეს რეფორმები აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ 2024 წელს მიზანი მიზნად არ დარჩეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი დაპირება შევასრულოთ. რთული იქნება და ეს დაპირება არ არის ჰაერიდან მოტანილი.

რთული იქნება საქართველოს მოქალაქეს აუხსნა, 2024 წელსაც, თავისუფალი უვიზო რეჟიმის შემდგომ საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად რომ არ ექნება რაიმე ხელჩასაჭიდი შედეგი დ ჩვენ თუ ეს რეფორმები არ გავაგრძელეთ და მსგავსი ამბიციური მიზნები არ დავისახეთ, ასე იქნება. ეს გამოიწვევს სერიოზულ გულგატეხილობას. მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდია, ეკონომიკური კრიზისია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამის საფუძველი არავის მივცეთ,“- განაცხადა პრემიერმა.

 

ნახეთ, ვრცლად გახარიას გამოსვლის ძირითადი აქცენტები:

 

შშმ პირებისადმი დამოკიდებულება სახელმწიფოს და მთავრობის სახეს აჩვენებს: გახარია

უნდა დავიწყოთ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრი, საგადასახადო შეღავათები გადაიხედება – გახარია

ეროვნულ ბანკს საკმარისი რესურსი აქვს, რომ დავიცვათ ლარის კური და ჩვენი მოქალაქეები – გახარია

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკოლოგიური სტანდარტი ქვეყანაში იყოს დაცული: გახარია

რატომ დასახელდა მთავრობა ძველი შემადგენლობით: გახარია 2 მიზეზს ასახელებს

მედიკამენტებზე ფასი უნდა შემცირდეს, უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება გადადგმული: გიორგი გახარია

ჯანდაცვის სისტემის რეფორმა გასაძლიერებელია: რა გამოწვევებზე საუბრობს გახარია

უნდა დავიწყოთ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრი, საგადასახადო შეღავათები გადაიხედება – გახარია

მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული: გახარია

ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება: გახარია

ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყოველთვის იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანი: გიორგი გახარია

მეზობლებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება მოვახერხეთ – გახარია

გახარია: ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები, რომ ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით პანდემია დასრულდება

ასაკოვანი მოქალაქეების, სოციალურად დაუცველთა და დევნილების დახმარების მიზნებით გამსჭვალული პროგრამები კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება: გახარია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები