LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნათ

80
publika.ge-prg-542-aspect16x9

პირველი დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა იხსნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვის მოხსნას ბიზნესსექტორი დიდი ხანია ითხოვს. ამჟამად, კვების ობიექტები 23:00 საათამდე მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g