LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო ჩხიკვიშვილი საქართველოში ჩამოდის: „მე ყოველთვის ვამბობდი, დავბრუნდები-მეთქი და ეს მომენტი უკვე დადგა!“

1525
რეზო ჩხიკვიშვილი

მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა, როდესაც გერმანიიდან საქართველოში ბრუნდება და უამრავი შეთავაზება აქვს:

„ჩემს ცხოვრებაში ახალი, მრავალფეროვანი ეტაპი იწყება. როდესაც თეატრში ვიყავი, გუნდურობის პრინციპით ვმოქმედებდი, ახლა თავისუფალი ვარ და ქართული პროექტებისთვის მეტი დრო გამომიჩნდება… საქართველოში ბოლოს სამი წლის წინ ვიყავი. ახლა ჩამოვდივარ და პირდაპირ ქართულ მხატვრულ ფილმში – „ეშმაკის სამოთხე” შევდივარ… ფილმს ხათუნა ვაშაძე იღებს. ასევე, მიწვევა მაქვს ძალიან საინტერესო სერიალებში.

„ეშმაკის სამოთხე” ფსიქოლოგიური დრამაა… ფილმში მონაწილეობენ – ეკა ანდრონიკაშვილი, ნინო მუმლაძე, ია სუხიტაშვილი, ზურა ყიფშიძე, რამაზ იოსელიანი, რომა რცხილაძე, აპოლონ კუბლაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი, გიორგი აზნაური… ამდენი სტრესიდან სასიამოვნო, ქართულ “სტრესში” გადავდივარ. აი, ასე შემოვდივარ სამშობლოში – უდიდესი სიხარულით!

მე ყოველთვის ვამბობდი, დავბრუნდები-მეთქი და ეს მომენტი უკვე დადგა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g