გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“  სამშობიარო სახლის „იმედის კლინიკა” პათოლოგიური ორსულობის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეან-გინეკოლოგმა ლიკა ლუაშვილმა ვრცლად ისაბრა ორსულთა მონიტორინგზე. მათ შორის იმ ჩივილებზე, რომელსაც ამ დროს ხშირად ვხვდებით. კითხვაზე, რატომ ჩნდება ტოქსიკოზი და როგორ ვუშველოთ მას, ლიკა ლუაშვილი ვრცელ განმარტებას გვაძლევს.

„ორსულთა ტოქსიკოზი არის მრავალსიმპტომური პათოლოგიური მდგომარეობა, რასაც ორსულის ორგანიზმში ადაპტაციური პროცესების დარღვევა იწვევს. რადგან ეს პროცესები ყველა ორგანიზმში ინდივიდუალურად მიმდინარეობს, ინდივიდუალურია ორსულთა პირველი ნახევრის ტოქსიკოზის გამოხატულებაც. არსებობს რამდენიმე თეორია ტოქსიკოზის მიმდინარეობაში, ის შეიძლება იყოს ალერგიული, იმუნოლოგიური, ტოქსიკური და სხვა მიმართულებების.

არსებობს ორსულთა ტოქსიკოზის სამი ფორმა მსუბუქი, საშუალო და მძიმე. მსუბუქი ფორმა ღებინების შეგრძნებით, გაძლიერებული ნერწყვდენით და დღის განმავლობაში 3-4 პირღებინებით შემოიფარგლება, ის არ  საჭიროებს სამედიცინო ჩარევას და ორსულები გაგებით უნდა მოეკიდნონ ამ მდგომარეობას. ეს მდგომარეობა ორსულობის 16-20 კვირიდან უკუგანვითარებას განიცდის ხოლმე. არის შემთხვევები, როდესაც ტოქსიკოზი მთელი 9 თვე გრძელდება. რაც შეეხება საშუალო ფორმის ტოქსიკოზს, შეიძლება დეჰიდრატაციის კუთხით სამედიცინო ჩარევა, ისეთი პრეპარატების მიცემა, რომელიც შედარებით მოაწესრიგებს ამ მდგომარეობებს, რასაც ვერ ვიტყვით მძიმე ფორმის ტოქსიკოზზე, რა დროსაც ფიქსირდება 10-15 ღებინება დღის განმავლობაში და შესაძლოა დღის წესრიგში ორსულობის შეწვეტაც კი დადგეს, ვინაიდან ის ორსულის ჯანმრთელობაზე ახდენს ასახვას. აქაც უნდა მოხდეს დეჰიდრატაცია, სედაციური, ანტიალერგიული კურსიც შეიძლება ჩატარდეს, სასურველია მოსვენებური მდგომარეობა.

მსუბუქი და საშუალო ფორმით მიმდინარე ტოქსიკოზების შემთხვევაში კარგი საშუალებაა კოჭას შემცველი პრეპარატების, მენთოლის შემცველი პროდუქტების მიღება, მაგალითად პიტნის, ან ლიმნის ნაყენი, ხშირად და მცირე ულუფებით საკვების მირთმევა, ასევე გრილი და ცივი პროდუქტები. ტოქსიკოზის დროს  სასურველია ორსულები საკვების მომზადების პროცესს არ შეესწრონ.

 

კატეგორიები: ჯანმრთელობა

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05