LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიყეზე მდებარე ამფითეატრის იმ მდგომარეობაში არსებობა, რაშიც ახლაა, შეუძლებელია – კახა კალაძე

553

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რიყეზე მდებარე ამფითეატრის შენობის იმ მდგომარეობაში არსებობა, რომელშიც ახლა არის, შეუძლებელია. აღნიშნული კომენტარი კალაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში გააკეთა, თუმცა იქვე განაცხადა, რომ ჯერ ამფითეატრთან დაკავშირებით კონკრეტული იდეა არ აქვს.

“ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, თუ რას განვახორციელებთ. ჯერ იდეა არ გვაქვს. ახლა რა მდგომარეობაშიც არის, ასე გაგრძელება შეუძლებელია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მუსიკისა და დრამის თეატრი რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გიგი უგულავას მერობის პერიოდში აშენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები