რობი უილიამსი, რომელიც ალბომს სახელწოდებით „საშობაო ზღაპარი“ უშვებს, კვლავ განაგრძობს ჩვენს სადღესასწაულო განწყობაზე ზრუნვას.

საქმე იმაშია, რომ რადიოწამყვან ჯეიმი ქალუმთან კოლაბორაციის შემდეგ, უილიამსმა ამჯერად, გერმანელ მუსიკოს ჰელენა ფიშერთან ერთად საშობაო სიმღერა Santa Baby-ს მიხედვით გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა. სიმღერა რობი უილიამსის მე-12 ალბომში შევიდა.

ცნობისთვის, ბრიტანელმა მომღერალმა რიგით მე-12 ალბომი სამწლიანი პაუზის შემდეგ ჩაწერა. ის 22 ნოემბერს გამოვა.

რობი უილიამსისა და ჯეიმი ქალუმის საახალწლო დუეტი – Merry Xmas Everybody (ვიდეო)

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05