„გამარჯობა, მე ელა ვარ, სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა“, – ასე ესალმება რობოტი ელა თანამშრომლებსა თუ სტუმრებს სინგაპურის ეროვნულ გალერეაში. ის ერთ-ერთი რობოტი დამლაგებელია იმ 100 რობოტიდან, რომელიც ადგილობრივმა მწარმოებელმა შექმნა.

აღმოჩნდა, რომ რობოტები ერთ გუნდად მუშაობენ. ისინი კარგად ალაგებენ და მოსაწყენი ან სახიფათო სამუშაოს შესრულების დროს, თანამშრომელ ადამიანებსაც ამხნევებენ. ეს ადამიანებს ეხმარებათ, რომ უფრო პროდუქტიულები იყვნენ და მეტი საქმე გააკეთონ.
ელა შესვენების გარეშე მუშაობს. მას ყოველ სამ საათში დამუხტვა სჭირდება. რობოტი ისეა დაპროგრამებული, რომ ხუმრობებსაც ამბობს. ის იატაკის წმენდის სპეციალისტია. მისი დაქირავება თვეში 1000 დოლარადაა შესაძლებელი.

„ის შესანიშნავი და ძალიან სასაცილოა“, – ამბობს ერთ-ერთი ვიზიტორი. როგორც რობოტების ექსპერტი აღნიშნავს, დროთა განმავლობაში ჩვენ უფრო და უფრო მეტ რობოტს დავინახავთ სხვადასხვა დაწესებულებაში, თუმცა, ისინი ადამიანებს სრულად არ ჩაანაცვლებენ. რობოტები ადამიანების ასისტენტები იქნებიან.

მსგავსი თემები