დღეს ინტერნეტში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახალი ფოტოები ვრცელდება, რომელიც ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანშია გადაღებული. ფოტოები პაპარაცებმა გარე ფანჯრებიდან გადაიღეს, სადაც ჩანს, თუ როგორ არაჩვეულებრივ განწყობაზე არიან ჰარი და მეგანი.
საინტერესოა, რომ მეუღლეების გარემოცვაში ასევე გამოჩნდა პრინცესა ევგენია მეუღლესთან ერთად, რომელიც სავარაუდოდ, ლოს-ანჯელესში ჰარისთან სტუმრად ჩავიდა. საინტერესოა, რომ პრინცესა ევგენიასა და პრინც ჰარის ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ და სამეფო ოჯახის გარეთაც ხშირად კონტაქტობენ.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჩივილს აპირებენ, თუ დედოფალი მათ დაცვას არ დაუნიშნავს
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ დედოფალ ელისაბეთს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის გამო სამეფო ოჯახმა ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება გააუქმა.
„სიარული მიჭირს“ – 95 წლის დედოფალი ხელჯოხით გამოჩნდა