კრისტინა აგილერა დიდი ხანია ცნობილია იმით, რომ ეპატაჟის გარეშეც შეუძლია მიიქციოს მედიის ყურადღება, ამჯერად 37 წლის მომღერალი ნიუ-იორკში გამოჩნდა და პაპარაცების ობიექტივშიც მოხვდა. მუსიკოსმა არჩევანი თეთრი ფერის პიჯაკსა და შარვლზე გააკეთა, აკადემიურ სტილს კი წითელი ფერის მანიკიური შეუხამა. ფოტოებიდან ჩანს, რომ აგილერამ საგრძნობლად მოიმატა წონაში, თუნდაც საქართველოში ვიზიტს შემდეგ. აგილერას ჭარბი წონის პრობლემებს უკვე  წლებია ებრძვის. მოგვიანებით აგილერა ასევე ნიუ-იორკში ერთ-ერთი შეხვედრის დროს დააფიქსირეს. სადაც ის ნაცრიფერი პლაშჩით იყო წარმოდგენილი.

მომღერალი აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას დაუბრუნდა და ახალი ალბომისთვის მზადებაც დაიწყო. ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში ახალი კლიპის თიზერი გაავრცელა, რომლის პროდიუსერი კანიე უესტია.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები