LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა რეჟიმი არჩევნებს აუქმებს, ხალხს მხოლოდ მშვიდობიანი რევოლუციის გზა რჩება: გიორგი ბარამიძე

279
გიორგი ბარამიძე

„როცა რეჟიმი არჩევნებს აუქმებს, ხალხს მხოლოდ მშვიდობიანი რევოლუციის გზა რჩება, შესაბამისად ჩვენც სწორედ ამ გზით უნდა ვიაროთ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერი დეპუტატი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ეს დღეები საარჩევნო უბნებზე იბრძოდნენ და ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს იცავდნენ.

„როცა რეჟიმი არჩევნებს აუქმებს, ხალხს მხოლოდ მშვიდობიანი რევოლუციის გზა რჩება, შესაბამისად ჩვენც სწორედ ამ გზით უნდა ვიაროთ.

მადლობა ჩვენს ყველა რიგით პატიოსან, პატრიოტ, მოქალაქესა და თანამებრძოლს, ვინც მთელი ეს დღეები, არჩევნების დღე, ამ წუთებამდეც კი, საარჩევნო უბნებზე იბრძოლეთ ბოლომდე და დაიცავით ხალხის ხმები!“, – წერს გიორგი ბარამიძე.

თბილისში თითქმის ყველა უბნის მონაცემების დათვლის შედეგად, კახა კალაძეს ხმების 55.60%, ნიკა მელიას კი 44.3% აქვს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა – 15 თვითმმართველ თემში ხმების 100% დათვლილია

არჩევნები არის გაუქმებული, ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე, ბრძოლა იქნება უკომპრომისო: ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g