საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპის მოედანზე გამართულ აქციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „პირველი არხის“ ეთერში გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, „სამწუხაროდ მათ სალომე ზურაბიშვილი რაღაცებში არ უჯერებს ხოლმე და თვითონ უბრუნდება მერე ეს ყველაფერი“. კობახიძის თქმით, აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები იყვნენ.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი და პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში: სალომე ზურაბიშვილი
„როდესაც 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და 300 კაცი გამოგყავს, ეს შეცდომაც არაა, დანაშაულია, პირდაპირ ვიტყოდი. ჩვენი განმარტება რაც იყო, გამართლდა. ჩვენ ვამბობდით, რომ მოუმზადებელი იყო აქცია, საქართველოში ევროინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%. აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები. პოლიციელები პლუს. როცა ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ უნდა შეეკითხო. ტექნიკური მხარეც რომ ავუღოთ, მერია ვიღაცა ხომ უნდა გაეფრთხილებინა, რომ უნდა შეზღუდულიყო მოძრაობა. სამწუხაროდ არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და თვითონ უბრუნდება მერე ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.