LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როდესაც ეიფორია დამთავრდება, ყველა მიხვდება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გმირი არ არის” – ერეკლე კუხიანიძე

859
BeFunky-collage (20) (1)

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა და “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ პირადად შეხვდეს ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს. კუხიანიძემ განმარტა, რომ გაფრინდაშვილი არ არის გმირი და მან სერიოზული სისუსტე გამოიჩინა.

„მე მინდოდა მასთან შეხვედრა იმიტომ, რომ მქონდა გარკვეული მოსაზრებები. ვიცი, რომ ეს ადამიანი ცოტა ხნის შემდეგ, როცა ეიფორია დამთავრდება, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. ყველა მიხვდება, რომ ის გმირი არ არის და არის ადამიანი, რომელმაც გამოიჩინა სერიოზული სისუსტე”, – ამბობს კუხიანიძე.

კუხიანიძე აქვე განმარტავს, რომ  “როცა ერთს ამბობს და ბოლოს ბოდიშს იხდის, ეს არ მინდოდა მეთქვაო, ეს არ არის გმირობა. თხოვა მან შეწყალება ბიბილოვს. პრეზიდენტისადმი ეს მიმართვა, ნიშნავს, რომ აღიარებ მის ძალაუფლებას.”

“იდიოტები ხართ ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! – “ქართული ოცნების” წევრი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებს

მისივე თქმით, მან არაერთხელ სცადა გაფრინდაშვილთან გასაუბრება და ამბობს, რომ მის ოჯახს არაერთხელ გაუგზავნა მსგავსი შინაარსის წერილი, თუმცა მისივე განმარტებით, „ფეისბუქში” არ გახსნა. ვერც მისი კლასელების და ვერც მეუფეს საშუალებით მოახერხა შეტყობინების გაგზავნა. კუხიანიძე ამბობს, რომ შეხვედრა იქნებოდა უმტკივნეულო.

“თუკი მოხდება შეხვედრა, მას ვეტყვი ჩემ აზრს, მე რას ვთავაზობ. დანარჩენზე თვითონ იფიქროს. რასაც აკეთებდა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალში, პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქართული სახელმწიფოს კურსს”, – ამბობს ერეკლე კუხიანიძე.

“არ მაინტერესებს” – ვაჟა გაფრინდაშვილი ერეკლე კუხიანიძეზე: რა თქვა ექიმმა დაკითხვაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g