LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ოპოზიციას შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი ნებისმიერი დემოკრატიული განვითარებისას აუცილებელი ნაწილია: რიკერი

72
ფილიპ რიკერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელის, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რიკერის თქმით, აშშ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას გმობს.

როგორც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რიკერმა აღნიშნა, დღეს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჰქონდა, ხოლო შეხვედრების მსვლელობისას ყურადღებას გაამახვილა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში, განსაკუთრებით კი, იმ მდგომარეობაში, როდესაც კოვიდისგან გამოწვეული სიტუაცია, ეკონომიკური პრობლემები და რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ხდება.

„ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრაზე შევახსენე და უკვე მოგვიანებით, როდესაც ოპოზიციას შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი აუცილებელი ნაწილია ნებისმიერი დემოკრატიული განვითარებისას, განსაკუთრებით ისეთ მრავალპარტიულ და მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა,“-განაცხადა რიკერმა.

მისი თქმით, მისი  გზავნილი ახლაც და მას შემდეგ, რაც საქართველოში კვლავ დაბრუნდება, ისაა, რომ აშშ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ფილიპ რიკერის განცხადებით, აშშ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მხარს მტკიცედ უჭერს.

„აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-ში. ჩვენ ერთგული ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განაცხადის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა კოვიდის კუთხით. აშშ მხარში უდგას საქართველოს და ვაქცინით დავეხმარებით.

საქართველო იქნება პირველი იმ ქვეყნებში, ვინც  გამოყოფილი 25 მილიონი დოზიდან გარკვეულ რაოდენობას მიიღებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ მათ იცხოვრონ განვითარებულ და წარმატებულ დემოკრატიაში, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით,“- განაცხადა ფილიპ რიკერმა.

ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში: ფილიპ რიკერი

ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ფილიპ რიკერთან, ეს ვიზიტი ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს სამხრეთ კავკასიის რეგიონში: ღარიბაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები