LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც საქმე არქიტექტურულ სასწაულებს ეხება – მსოფლიოს საოცარი ხიდები

408
BeFunky-collage (4)

როდესაც საქმე არქიტექტურულ სასწაულებს ეხება, დაკიდებული ხიდები ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა. უდიდესი ქვეყნები უკვე წლებია ერთმანეთს ამ მიმართულებით ეჯიბრებიან. „ბონ ვოაიჟი“ მსოფლიოს 10 საუკეთესო და ულამაზეს ხიდს გაგაცნობთ.

ჩინეთი

მსოფლიოში ყველაზე დიდი დაკიდებული ხიდი,რომელიც 2018 წელს გაიხსნა 55 კილომეტრის სიგრძისაა. ის ჩინეთში,ჰონგკონგში მდებარეობს. მისი მშენებლობა 9 წელი მიმდინარეობდა და 20 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. იგი უმაღლესი ტექნოლოგიითაა აგებული და სამხრეთ ჩინეთის სამ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქს დამაკავშირებელი აკავშირებს.

იაპონია

იაპონიის სეტოს კუნძულზე აშენებული დაკიდებული ხიდი არის ყველაზე გრძელი ორსართულიანი დაკიდებული ხიდი მსოფლიოში, რომლის სიგრძე 13.1 კილომეტრია. სეტოს ხიდი ერთადერთი ხიდია რკინიგზის კავშირით მსოფლიოში. იგი ასევე ყურადღებას იპყრობს შთამბეჭდავი ზღვის ხედით განსაკუთრებით სასიამოვნოა ღამით მასზე გასეირნება.

აშშ

მაკინაკის ხიდი, ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი დაკიდებული ხიდია მსოფლიოში, რომელიც აშშ-ს ზედა და ქვედა ნახევარკუნძულის გასაერთიანებლად აიგო. ხიდიდან მომნუსხველი სანახაობა იშლება. დიდი სიამოვნებაა და მნახველებისთვის პოპულარული აქტივობა ხიდიდან მრავალი სხვადასხვა ფრინველის სახეობის დაკვირვება და ისტორიული ხიდზე ფოტოების გადაღება.

ჩინეთი

დავბრუნდეთ კვლავ ჩინეთში რადგან ათ3ეულის მორიგი ხიდი კვლავ აქ მდებარეობს,რომელიც მარგალიტის მდინარეზეა. მისი სიგანე 41მეტრი,სიმაღლე 201 მეტრი,ხოლო სიგრძე 7 კილომეტრია. ჩინებული Haungpu ხიდი აშენდა მდინარე მარგალიტზე ჩინეთში.ხიდი განიხილება, როგორც კიდევ ერთი საინჟინრო საოცრება, რომელიც ჩინეთმა მსოფლიოს შეუქმნა. ხიდი პოპულარული სასეირნო ადგილია,როგორც ადგილობრივებისთვის ასევე ტურისტებისთვის.

შოტლანდია

შოტლანდიის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და წარმოუდგენელი ხიდი, „Forth Bridge“ აკავშირებს ქვეყნის დედაქალაქ ედინბურგს ისტორიულ უბან ფაიფთან.ეს ხიდი, 2,5 კილომეტრის სიგრძისა და 46 მეტრი სიგანისაა, იგი 2015 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა. სხვა ხიდებისგან განსხვავებით, ხიდის დატვირთვას ატარებენ არა საზღვრები, არამედ შუაში განთავსებული კონსტრუქციები. ასე რომ იქ ჩასულ მნახველებს ხიდი თავისი მედიდურობითა და ხასხასა წითელი ფერით უყურადღებოდ არ დარჩებათ.

პორტუგალია

კიდევ ერთი ულამაზესი სანახაობა პორტუგალიაში კერძოდ კი ლისაბონში აგებული ხიდია,რომელიც წარმოუდგენელია თვალში არ მოგხვდეთ. მდინარე თეჯოზე გადებული ხიდი ზღვის დონიდან 70 მეტრზე მდებარეობს, მისი სიგრძე 2276 მეტრია. მას შემდეგ, რაც ხიდზე აკრძალულია ფოტოების გადაღება, ამის საუკეთესო საშუალება მის გვერდით მაღლობზეა და ასევე საოცარი ხედით დატკბეთ მკვლევართა კოშკიდან.

ჩინეთი

არაა გასაკვირი რომ სიახლეებისა და ტექნოლოგიების მოყვარული ჩინეთი უკვე მესამედ მოხვდა ამ სიაში. რუნიანგის ხიდი სინამდვილეში უზარმაზარი ხიდის კომპლექსია ჩინეთის მდინარე იანგცეს გასწვრივ. ხიდს, იგი დასტურია ჩინელი ხალხის ნიჭისა არქიტექტურისა და ინჟინერიის დარგებში. ის სულ რაღაც ხუთ წელში დასრულდა და 700 მილიონი დოლარი 2005 წლიდან ის მნახველების და მოგზაურების განკარგულებაშია მთელი თავისი დიდებულებით.

ინგლისი

ჰამბერის ხიდი, რომელიც მდებარეობს ინგლისის აღმოსავლეთ 2200 მეტრი სიგრძისაა და 1981 წლის 24 ივნისს გაიხსნა. ის არის ყველაზე გრძელი ხიდი მსოფლიოში,რომელიც სრულად მხოლოდ თავსა და ბოლოში აგებულ კოშკებზეა დამაგრებული და მეტი საყრდენი არ გააჩნია.

აშშ

ოქროს კარიბჭის ხიდი, რომელიც ნისლში გადის თავისი თვალწარმტაცი წითელი ფერითა და ულამაზესი ხედებით კიდევ ერთი საოცრებაა მნახველთათვის აშშ-ში. მას ქვეყანაში ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებენ,როგორც თავისუფლების ქანდაკებას. სან-ფრანცისკოს ყურის კუთხეში ჯდომა და ოქროს კარიბჭის მიღმა მზის ჩასვლის ყურება ვიზუალური დღესასწაულია.

თურქეთი

ერთი დიდი სიამოვნებაა ბოსფორის ხიდზე გადაადგილება, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს. ეს არის მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული დაკიდებული ხიდები, რომლის სიგრძე 1,5 კილომეტრს აღემატება და ყოველდღიურად მასზე დაახლოებით 200,000 მანქანა მოძრაობს. 2016 წლის 15 ივლისს გადატრიალების მცდელობის შედეგად, ხიდს სახელი შეუცვალეს და მოწამეთა ხიდი დაარქვეს იქ დაღუპული ადამიანების ხსოვნისათვის პატივის მისაგებად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები