LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აფასებენ ვანო მერაბიშვილის განცხადებას: „რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური“

197
ფორტუნა (80)

საქართველოს პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებები „მავნებლობაა“ და „ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნებას ემსახურება“.

ამის შესახებ არმაზ ახვლედიანის თქმით, „ოცნების ძალადობრივი მანქანა“ სწორედ მსგავსი „რევანშისტული ძალების ხარჯზე ინარჩუნებს მმართველობას“.

„გასული კვირის დიდებული საპროტესტო მუხტისა და უმნიშვნელოვანესი ტაქტიკური გამარჯვების ფონზე მერაბიშვილის მოწოდება მავნებლობაა, ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნებას რომ ემსახურება.

რით ვერ გაიგეთ, რომ „ოცნების“ ძალადობრივი მანქანა სწორედ მსგავსი რევანშისტული ძალების ხარჯზე ინარჩუნებს მმართველობას! ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე, პოლიტიკოსი მკაცრად უნდა გაემიჯნოს ქვეყნის ნორმალური, ევროპული მომავლის დამსამარებელ მსგავს მოწოდებებს და სწორად გაიაზროს, რომ საქართველოს წარმატებული, დემოკრატიული პერსპექტივა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა წარსული და დღევანდელი რეჟიმების უსამართლობები ჩაითვლება დანაშაულებრივ ექსპერიმენტად, როცა საზოგადოება და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკური გუნდი ბოლომდე გაემიჯნება ამ წარსულს და სრულად განიმსჭვალება საქართველოს ეროვნული, ევროპული, დემოკრატიული სულისკვეთებით!“, – წერს ახვლედიანი.

ვანო მერაბიშვილი: საქართველოს ქუჩებიდან ზეწოლა და ოპოზიციური მოძრაობების გაძლიერება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას დაეხმარება

„გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე კომენტარისას არ გამორიცხა, რომ „მართლა საინტერესო გაზაფხული გვქონდეს კიდევ წინ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი აქციებს აანონსებს, ასეთი ტიპის განცხადებები ჩაახშობს საპროტესტო მუხტს“

„გაზაფხული უკვე საინტერესო გვაქვს და მგონი, არავინ არ ელოდა, რომ ასეთი საინტერესო პოლიტიკური ცხოვრება გვექნებოდა, ასეთი შედეგიანი. არ გამოვრიცხავ, მართლა საინტერესო გაზაფხული გვქონდეს კიდევ წინ დარჩენილ თვეებში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი აქციებს აანონსებს, ასეთი ტიპის განცხადებები უინტერესოს გახდის პოლიტიკურ ცხოვრებას და ჩაახშობს საპროტესტო მუხტს.

რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა აკეთებს, ჩვენთვის არის მიუღებელი იმ გაგებით, რომ ისინი ეხმარებიან „ქართულ ოცნებას“, ძალაუფლება შეინარჩუნონ. ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებენ, რომ რაიმე საპროტესტო მუხტი თუ შეიძლება დაგროვდეს და გარდაიქმნას პოლიტიკურ შედეგში, ეს მუხტი ჩაახშონ. თეორიულად ჩემთან ვინმეს თუ ლაპარაკი უნდა, უარს არ ვეტყვი, მაგრამ ეჭვი მეპარება ჩვენ შორის რამე ტიპის თანამშრომლობა შედგეს“. – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ჩვენ დავინახეთ, რომ  გულწრფელი პროტესტის უკან იდგა მერაბიშვილისეული პროექტი“.

ვანო მერაბიშვილი: ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა

ქადაგიშვილი საქართველოს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველასთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას.

„ ყველასთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას, ეს განსაკუთრებით მაშინ გამოიკვეთა, როდესაც უკრაინაში რუსეთის აგრესია დაიწყო. იმ დღიდან მოყოლებული არის მცდელობა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს, როგორც მეორე ფრონტის ადგილი. დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ აღარ ერიდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ღია ეთერში პირდაპირ ამ მიზნის დაფიქსირებას. ვანო მერაბიშვილი პირდაპირ ამბობს: „ჩვენი მიზანია დავიწყოთ საპროტესტო მოძრაობა, რათა შევცვალოთ ხელისუფლება, პროუკრაინული ქართული გახდეს“. შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად, დავიწყოთ ომი და ამ ქვეყანაში ისევ ის უბედურება დავატრიალოთ, რაც 2008 წელს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ არ საქართველო არ იყოს მორიგი უმძიმესი დამანგრეველი ავანტიურისტთა მსხვერპლი. ჩვენ დავინახეთ, რომ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის უკან ასეთი ძალები ცდილობდნენ ამ გეგმების განხორციელებას. საპროტესტო აქციების დროს, ჩვენ დავინახეთ, რომ გულწრფელი პროტესტის უკან იდგა მერაბიშვილისეული პროექტი, რომლის მიზანი არ იყო ადამიანის ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი და მისწრაფებები ევროკავშირთან დაახლოებაზე. მიზანი იყო ამის გამოყენება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ეს ეს მიზანი ვიცოდით. არ გვიღირდა არცერთი თანამოქალაქის დაზიანება“,- აღნიშნავს ქადაგიშვილი და დასძინა, რომ „დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მკვეთრად გაიყოფა და დიდი ნაწილი არ აჰყვება ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას“

რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიო ახლა საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას და მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებებს.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის აზრი აინტერესებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ოპოზიციაში არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად არის.

„ვანო მერაბიშვილი საუბრობს როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი და რა უნდა მოხდეს.

ვანო მერაბიშვილის აზრი აინტერებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად და პირადი გავლენების მოსაპოვებლად.

სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია და შედეგიც აუცილებლად იქნება სხვა!

რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიო ახლა საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას და მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ”, – წერს მელია.

ცნობისთვის, საქართველოს შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა Ukrinform-ის მედიაცენტრში გამართულ დისკუსიაზე SAVE MISHA, რომელიც 10 მარტს გაიმართა.

მერაბიშვილის თქმით, მთავარი მიზანია, მთავრობის შეცვლა.

ვანო მერაბიშვილი მიმართვას ავრცელებს: მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი, ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას

„ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება დაგვიჭერს მხარს, მასობრივი საპროტესტო აქციები დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა საქართველოში, რომ უკრაინა არ იყოს მარტო იმიტომ, რომ ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იზეიმონ, რუსეთზე გამარჯვება, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება.

მერაბიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ „გაზაფხული და ზაფხული იქნება საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტისთვის“.

magti 5g