საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბოლო დროს მედიის ყურადღების ცენტრშია.
მანამ სანამ შალვა ხაჭაპურიძე ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი გახდებოდა, პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა და „ქართული ოცნების“ წევრი გახლდათ.
შალვა ხაჭაპურიძე „ქართული ოცნებას“ დაფუძნებისთანავე შეუერთდა, 2019 წელს კი პარტიიდან წავიდა.
მიზეზებს შორის საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განცხადება, 20 ივნისის მოვლენები და ტენდერებით ბიუჯეტის თანხების „თქვეფა“ დაასახელა.
ამჯერად გვინდა გიამბოთ მისი ქალიშვილის, ლიკუნა ხაჭაპურიძის შესახებ, რომელიც ცნობილი ინფლუენსერია.
ის შალვა ხაჭაპურიძისა და დიანა ხოფერიას პირველი შვილია. ( წყვილს მის გარდა ორი შვილი ჰყავს, გურამი და მარიამი).
ლიკუნა ხაჭაპურიძე 1996 წელს ქუთაისში დაიბადა.
ლიკუნა, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ პლასტიკური ჩარევებისთვის არასდროს მიუმართავს.
„ერთადერთი ტუჩის ფილერს ვიკეთებ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ისიც მცირე რაოდენობით. ასევე ტუჩზე მცირე კორექცია მაქვს გაკეთებული“.. – ამბობს ინფლუერსერი.
ბევრს უკვირს, მაგრამ ის სპორტითაც აქტიურად იყო დაკავებული:
„საქართველოს სამგზის ჩემპიონი ვარ „კუნფუში”, ამას რომ ვამბობ, ყველას ეცინება, მაგრამ ასეა. მერე აღარ გავაგრძელე, ზედმეტად არაქალური იყო ჩემთვის. არის დღეები, როდესაც ძალიან ქალური ვარ, ზოგჯერ კი – ბიჭური.
თავის მოვლა პირველ რიგში ჯანმრთელობით უნდა დავიწყოთ, დავლიოთ ბევრი წყალი, ვივარჯიშოთ და ასე შემდეგ. ვცდილობ, არ დავარღვიო, რამდენად გამომდის არ ვიცი. სწორი კვება ყველაფრის მკურნალია. ამ ბოლო დროს წონის პრობლემა დამეწყო და ექვსი საათის მერე აღარ ვჭამ, თანაც ვვარჯიშობ, ოღონდ არა რეგულარულად“. – ამბობს ლიკუნა „ბომონდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ლიკუნა 2020 წელს გათხოვდა. მისი რჩეული სანდრო ჭანტურიაა.
„საქართველოდან გვინდა წასვლა და იქ რომ დავლაგდებით, მერე აღვნიშნავთ ამ ამბავს მასშტაბურად. ჩემი ოცნებაა, ქორწილი ულამაზეს სანაპიროზე მქონდეს, ბალიზე, იტალიაში ან იბიცაზე, მეჯვარეებთან და ძალიან ახლობელ ადამიანებთან ერთად. თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ აქ მოვაწყობთ გრანდიოზულ წვეულებას.“- ამბობდა ლიკუნა ხელის მოწერის დღეს.
შემედეგ წყვილი გერმანიაში წავიდა. საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ, მიზეზი მამამთილის გარდაცვალება გახდა.
ის ამბობს, რომ ჰობი აქცია პროფესიად. ფინანსურად თავის თავს არჩენს.
5-6 წლის წინ შექმნა ,,ინსტაგრამ ექაუნთი” და მხოლოდ თავისი მეგობრებისთვის აზიარებდა იმას, რაც მოსწონდა.
ამ ყველაფერს კი უცხოური სხვადასხვა ბრენდებისგან მოჰყვა გამოხმაურება და ლიკამ გადაწყვიტა, ჰობი ბიზნესად ექცია. რეალურად ყველაფერში ძალიან დიდი შრომა და კრეატივი იდება.
ლიკა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ხშირად გამხდარა ბულინგისა და კრიტიკის ობიექტი. ამბობს, რომ კრიტიკის მიღება დღემდე ძალიან უჭირს.
„ძალიან ბევრჯერ წავსულვარ გადაღებაზე, რომელშიც არანაირი ანაზღაურება არ მქონია. მაგრამ გადაღება გამოცდილებისთის კარგი იყო. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო, შემდეგ უკვე იწყებ ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობას, რომელზედაც არც კი გიოცნებია.“. – ამბობს ლიკუნა „პირველ არხთან“ საუბრისას.