LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაითვლის მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს

137
1 ცქიტი

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში კონკრეტული ობიექტებისა და დაწესებულების გარდა, ყველა საჯარო და კერძო სამსახურებმა მუშაობა დროებით შეაჩერა. შედეგად ქვეყანაში სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რიცხვი გაიზარდა. მთავრობის გეგმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე პრემიერმა გაასაჯაროვა. მაია ცქიტიშვილი განმარტავს, თუ როგორ დაადგენს საქართველოს მთავრობა იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამსახური დაკარგეს. როგორც ირკვევა, საშემოსავლო გადასახადით შესაძლებელი იქნება განსაზღვრა, თუ რამდენმა პირმა ვერ შეძლო ამ ხნის განმავლობაში ხელფასის აღება.

„მოგეხსენებათ, შემოსავლების სამსახურში აღირიცხება ის საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ირიცხება თითოეულ ადამიანზე, ვისაც აქვს ხელფასი. ასეთი სახის გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის შემცირებით ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა არ ან ვერ მიიღო ხელფასი. ამის შემდეგ გვეცოდინება ამ ადამიანების რაოდენობა და შევძლებთ შევაფასოთ, რა მოცულობის თანხებთან შეიძლება გვქონდეს საქმე და რა თანხა იქნება საჭირო მათ დასახმარებლად. შემდეგ შევძლებთ პროგნოზის გაკეთებას და ამ პაკეტის გაჟღერებას. ამიტომ ჯერ არ ვსაუბრობთ, ვის უნდა მიმართონ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანებმა”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები