LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავამარცხოთ დეპრესია მედიკამენტების გარეშე – 5 რჩევა სპეციალისტებისგან

1500
Untitled design

დეპრესია მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. თუკი მისი მკურნალობა დროული არ იქნება, შესაძლოა სერიოზული მენტალური დაავადებებიც კი გამოიწვიოს.

დეპრესიის დასაძლევად როგორც წესი, თერაპიას და ანტიდეპრესანტებს იყენებენ ხოლმე. თუმცა, ბევრ ადამიანს მედიკამენტური ჩარევა აშინებს და ურჩევნია, რომ პრობლემა სხვა მეთოდებით მოაგვაროს.

სპეციალისტებმა დეპრესიასთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდი დაასახელეს:

ვარჯიში

ვარჯიში იდეალური თერაპიაა, რამეთუ ის ერთოდრულად ფიზიკურ და გონებრივ ჯანრმთელობას უწყობს ხელს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ფიზიკურად აქტიური ადამიანები ბევრად უფრო მხნედ გრძნობენ თავს და მეტი ენთუზიაზმით უდგებიან ყველაფერს. ვარჯიშის დროს განწყობა უმჯობესდება, ტვინის სტიმულირება ხდება და ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა.
დეპრესიის დასაძლევად ყველაზე ეფექტური ვარჯიში იოგაა. იოგა სტრესის დონეს ამცირებს და ორგანიზმს სირთულეების გადალახვაში ეხმარება.

ჯანსაღი დიეტა

ფიზიკური, ემოციური თუ გონებრივი ჯანმრთელობისთვის – კვება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. დეპრესიის დროს სწორი კვება შესაძლოა ძალიან რთულად მოგეჩვენოთ, თუმცა სწორი დიეტა მის დასაძლევად გადადგმული პირველი ნაბიჯია. ჯანსაღად კვებას აქვს უამრავი დადებითი მხარე, რაც საბოლოო ჯამში ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევას ამარტივებს. სწორი დიეტა დაკავშირებულია კარგ ძილთან, იმუნიტეტის გაძლიერებასთან და ემოციების დარეგულირებასთან. კარგი იმუნური სისტემა კი სტრესის დაძლევისთვის აუცილებელია. სწორი რაციონი ძირითადად ხილისა და ბოსტნეულისგან, ასევე მწვანე ჩაის, ყავის და შავი შოკოლადისგან შედგება.

კარგი ძილი

დეპრესიის ერთ–ერთი სიმპტომი უძილობაა. ის ადამიანები ვისაც ძილის პრობლემა აქვს, როგორც წესი, აგრესიას, შფოთს და გაღიზიანებას უჩივის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძილსა და დეპრესიას შორის პირდაპირი კავშირია და რომ ინსომნიას დეპრესიის გამოწვევა შეუძლია. იმისათვის რომ ძილის ციკლი შეცვალოთ და მდგომარეობა გააუმჯობესოთ, ცხოვრების სტილიც უნდა შეცვალოთ. ადრე უნდა დაწვეთ და მინიმუმ 7 საათი იძინოთ. მოერიდეთ ტელევიზორს, კომპიუტერს და ყველა გაჯეტს, რომელსაც თქვენი ძილის დაფრთხობა შეუძლია.

მედიტაცია

მედიტაცია გონების დასამშვიდებლად საუკეთესო პრაქტიკაა. მედიტაციის დროს ორგანიზმში ისეთივე პროცესები ხდება, როგორიც სიცილის დროს. ანუ გონება ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს და ნეგატიური ფიქრებისგან თავისუფლდება. მედიტაციისთვის ყოველ დღე რამდენიმე წუთის დათმობით დეპრესიის დაძლევა უფრო მარტივი გახდება.

სოციალიზაცია

დეპრესიის მქონე ადამიანები ხშირად მარტო ყოფნას ამჯობინებენ, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. მეგობრებთან ურთიერთობა, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება – განწყობაზე ძალიან დადებითად მოქმედებს. სოციალიზაცია სტრესის დონეს ამცირებს, ადამიანი უარყოფით ემოციებს ნაკლებად განიცდის და დეპრესიის დაძლევაც უფრო მარტივი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები