LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავამუშაოთ ფული, რომ ინფექციის გადაცემა არ მოხდეს

820
1 ფული

ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ წყაროდ ნაღდი ანგარიშსწორება – ფულის ხელიდან ხელში გადაცემა სახელდება. საკითხთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ გაიცა.

რეკომენდაციის მიხედვით, სასურველია გამოყენებულ იქნეს საბაკნო ბარათები. შესაბამისად, სავაჭრო ობიექტებსა და სხვა დანიშნულების ობიექტებზე ნაღდი ანგარიშსწორება მიზანშეწონილად არ ჩაითვლება.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნორმებში გასათვალისწინებელ ზომას პრევენციის მიზნით იყენებს საქართველოს მოსახლეობის ნაწილი. შესაბამის მოწოდებას ავრცელებს ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულება.

როგორ უნდა დამუშავდეს ფული, რომ არ იყოს ვირუსის გადამცემი? ამ კითხვაზე პასუხობს დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

პაატა იმნაზე განმარტავს, რომ  ხელში გადაცემის შემთხვევაში, ნებისმიერი ნივთი შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, ამიტომაც აუცილებელია შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა.

მისივე თქმით, სიფრთხილე საჭიროა ნაღდი ფულის ხელიდან ხელში გადაცემისას. იმნაძე განმარტავს, რომ ფულის დამუშავება სახლის პირობებშიც შესაძლებელია, ნებისმიერი სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით ან ცხელი უთოს გადატარებით.

„საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები დიდი ხანია უკვე დეზინფექციას აკეთებენ. აქ საუბარია არა ვთქვათ, როდესაც ბანკომატიდან იღებს ფულს ადამიანი, არამედ ხელიდან ხელში გადაცემაზე. ხელიდან ხელში ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომაც არის ჩვენი ყველა რეკომენდაცია, რომელიც შეეხება სიფრთხილეს. არ არის საუბარი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს საფრთხილოა და რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია დამუშავება – ეს იქნება სადეზინფექციო ხსნარები თუ იგივე ცხელი უთოს გამოყენება, საკმაოდ ეფექტიანი იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეის მონაცემებით, დაინფიცირების წყაროდ ფული დასახელდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში. პაციენტი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა თბილისში ერთ-ერთი ლომბარდის თანამშრომელია. ის ვარაუდობს, რომ მისი დაინფიცირების წყარო სწორედ ფული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები