LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება 90-იანების სექს-სიმბოლო მიკი რურკი დღეს (ფოტო)

962

მიკი რურკის ყოველი გამოჩენა მედიას ახალ თავსატეხს უჩენს. ჟურნალისტებს 90-იანი წლების სექს-სიმბოლოს ცნობა სულ უფრო უძნელდებათ. მრავლობითი პლასტიკური ოპერაციების შემდეგ 65 წლის ვარკვლავი რადიკალურად შეიცვალა და ახლა ახალი პარიკიც მოირგო. მსახიობი ამჯერად ბევერლი-ჰილზში გადაიღეს, სადაც ის საკუთარ სტილისტთან ერთად ლანჩზე მიემართებოდა. რურკს დეკოლტირებული მაისური, ჯინსის შარვალი და წითელი ფეხსაცმელი ეცვა, თავზე კი ახალი პარიკი ეკეთა, რამაც მისი იმიჯი უფრო შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ მიკი რურკი ფართო აუდიტორიამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ის ეროტიულ დრამაში „9 ნახევარი კვირა“ ვიხილეთ. ამას მოჰყვა კიდევ ერთი ეროტიკული ჟანრის ფილმი „ველური ორქიდეა“, სადაც მისი პარტნიორი კერი ოტისი იყო, რომელიც მოგვიანებით რურკის ცოლიც გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები