LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიცვალა ბერასა და ნანუკას ცხოვრება დაქორწინების შემდეგ – ვიდეო

1422
BeFunky-collage (2)

რამდენიმე წამში ჩატეული ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის სიყვარულის ისტორიის შემდეგ,  Tik Tok-ზე მორიგი სახალისო ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც წყვილის ურთიერთობა ქორწინებამდე და მის შემდეგ რამდენიმე წამშია ასახული.

ვიდეოში, რომელიც რა თქმა უნდა, იუმორისტულადაა გადაღებული, ჩანს, რომ ოჯახურ ამპლუაში ნანუკა ძირითადად დივანზე ხან მობილურით, ხან ლეპტოპით ზის, მის ფონზე კი ბერა როიალზე მეცადინეობს. უყურადღებოდ დარჩენილი ნანუკა კი მოწყენილია.

ეს წყვილის მორიგი იმპროვიზაციაა, რომელსაც ბერა და ნანუკა თითქმის ყოველ დღე  Tik Tok-ზე განთავსებული ვიდეოების საშუალებით მიმართავენ.

ვიდეო: რამდენიმე წამში ჩატეული ბერა და ნანუკას სიყვარულის ისტორია

კორონავირუსის პანდემიისას აღნიშნული სოციალური პლატფორმა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ბერას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოში მუსიკოსი მამასთან ერთადაც კი ცეკვავს.

შემდეგ ბერამ დედა და ძმაც გამოაჩინა. ვიდეოებში მათი ვაჟი ბერუკაც ხშირად მონაწილეობს.

ბერა ივანიშვილმა ცოლ-შვილთან ერთად ულამაზესი ფოტოსესია გადაიღო

 

 

https://www.instagram.com/p/B_0nzsTBa0F/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები