LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უხდიდა შერონ სთოუნი ხელფასს დიკაპრიოს საკუთარი ჯიბიდან – აქამდე უცნობი ისტორია დღეს გასაჯაროვდა

269
sheronstone205

მსახიობი შერონ სთოუნი თავის მემუარებში იხსენებს 1993 წელს გამოსულ ცნობილ ვესტერნს „სწრაფი და მკვდარი“, სადაც ლეონარდო დიკაპრიომ თავისი ერთ-ერთი პირველი როლი ითამაშა. შერონი თავის წიგნში ამბობს, რომ კინოსტუდიამ „თრი სტარ ფიქჩერსმა“ უარი განაცხადა პირველი მოსმენის შემდეგ ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობაზე. 21 წლის დამწყები მსახიობი შერონ სთოუნს ისე მოეწონა ლეო, რომ რეჟისორს სთხოვა ის როლზე აეყვანა. მსახიობი იხსენებს, რომ მოლაპარაკებებს სტუდიასთან ის დღეების განმავლობაში აწარმოებდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მას უთხრეს, რომ თუ დიკაპრიო ასე მოსწონდა, ხელფასი მისთვის თავად გადაეხადა, სთოუნი დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ ფილმმა „სწრაფი და მკვდარი“ ლეონარდო დიკაპრიოს საქვეყნო აღიარება მოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები