თუ ავტომობილის ტექინსპექტირების გავლა მაქსიმალურად გადაწიეთ, მაგრამ ახლა დათქმულ თარიღს ვერსად გაურბიხართ, საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ არ უნდა შეგაშინოთ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

როგორც „ფორტუნას“ ტექინსპექტირების ერთ-ერთ ცენტრში განუცხადეს, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

ავტომობილის ტექნიკურ ინსპექტირების მიყვანის არ უნდა გეშინოდეთ, რომ კორონავირუსით დაავადდებით, რადგან იქ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ უსაფრთხოების ყველა წესს იცავენ.

„ფორტუნამ“ კიდევ ერთ მსხვილ ტექინსპექტირების ცენტრში დარეკა, იმის გასარკვევად საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, შესაძლებელია თუ არა ქვეყანაში ავტომობილის ტექნინსპექტირების გავლა.

აღნიშნულ ცენტრში განგვიცხადეს, რომ სანერვიულო არ გვაქვს, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით ავტომობილის ტექინსპექტირებას ჩვეულებრივ შევძლებთ და ფასებიც იგივეა, რაც საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე იყო.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს, რომ ამ ეტაპზე ავტომანქანების ტექინსპექტირება არ შეჩერებულა. 

კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა საქართველო ამერიკის ზოგიერთ შტატში კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებულ კანონს და გააუქმებს თუ არა ჯარიმებს მანქანების არასწორი პარკინგის შემთვევაში, უწყებაში აცადებენ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ განიხილება.

ის მძღოლები, რომლებმაც ტექინსპექტირება ვერ გაიარეს – ჯერჯერობით არ დაჯარიმდებიან

შეგახსენებთ, “ჭკვიანი კამერები” აჯარიმებენ იმ ავტომობილებს, რომლებსაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვთ.

ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, იურიდიულისთვის კი – 200 ლარი.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05