შექმნილ საგანგებო ვითარებაში, ჯერჯერობით არ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ტექინსპექტირება ვერ გაიარეს, – აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.
ნათია თურნავამ განმარტება გააკეთა საკითხზე, რომელიც იმ მძღოლებს შეეხებოდათ, ვინც შესაბამის ნაწილებს ვერ პოულობს ამ ვითარებაში და ავტომობილის სავალდებულო შემოწმებას ვერ გადის. ეკონომიკის მინისტრმა ასეთი მძღოლები დაამშვიდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულ საგანგებო ვითარებაში მათი დაჯარიმება არ განიხილება.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საგანგებო მდგომარეობის დროს თქვენს ავტომობილს ტექინსპექტირების ვადა გაუვიდა
ტექინსპექტირების ცენტრები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ დავუშვით და არ აგვიკრძალავს ტექმომსახურების სერვისების ფუნქციონირება, ისინი მოემსახურებიან როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. რაც შეეხება ჯარიმებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და ეს გადავადებულია. ასე რომ, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს საგანგებო ვითარების პირობებში იმოქმედებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.