LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ წერს მუსიკას Coldplay-ს ვოკალისტი, რომელსაც ყურებში მუდმივად უცნაური ხმები ესმის – მუსიკალური ისტორიები

185
კრის მარტინი

მუსიკალური ისტორიები

რა ვიცით პოპულარული ბრიტანული ჯგუფის Coldplay-ს შესახებ? ვიცით, რომ ამ ოთხკაციან კოლექტივის წარმატება დიდი ხანია გასცდა ბრიტანეთის საზღვრებს. ჯგუფის წევრების ანგარიშზეა American Music Awards-ის, „გრემის“, ბრიტანული დაჯილდოვების, „ემთივისა“ და სხვა პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოვების არაერთი ნომინაცია და თუ გამარჯვება სხვადასხვა კატეგორიაში. თუმცა, ყველას ალბათ უფრო მეტად გვაინტერესებს ისეთი ფაქტები, რომელიც ჯგუფის შესახებ არ ვიცით.

მაგალითად, სულ თავიდან, კოლექტივის სახელი იყო Starfish, ხოლო პირველი ალბომი გახლდათ Safety, რომელიც მხოლოდ 500-იანი ტირაჟით გამოიცა. ყველა დისკი ჯგუფის წევრების მეგობრებმა და ახლობლებმა შეიძინეს, გაიყიდა მხოლოდ 50 ცალი ჩანაწერი.

კრის მარტინს, ჯგუფის ვოკალისტს ძალიან გაუძნელდა ჯგუფისთვის სახელის მოფიქრება, რადგან სულ თავიდან მათ ‘N Sync-ის სტილის მუსიკის შექმნა სურდათ.

Coldplay-ს სადებიუტო ალბომი ნომინირებული იყო Mercury Music Prize-ის პრესტიჟულ პრემიაზე. თუმცა, როკ-მუსიკის ისტორიაში ჯგუფმა სერიოზული განაცხადი გააკეთა ალბომებით The Hour of Bewilderbeast და Badly Drawn Boy.

საინტერესოა, რომ ყველაზე პოპულარული სიმღერა Yellow სრულიად შემთხვევით დაიწერა. კრის მარტინი ამბობს, როცა სიმღერას წერდა, მის გვერდით სატელეფონო წიგნი იდო, რომლის ფურცლებიც სულ ყვითელი იყო.

თავად მარტინი ამბობს, რომ მისთვის ყველა დროის ყველაზე მაგარი სიმღერაა The Verve-ის Bittersweet Symphony.

პლაჟი, სადაც Yellow-ს კლიპი გადაიღეს, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთშია.

ამბობენ, რომ კრის მარტინს ორჯერ სწრფად უწევდა სიმღერა, რომ slow motion-ის ეფექტი კარგი გამოსულიყო.

საინტერესოა, რომ Coldplay-ის მუსიკოსი უილ ჩემპიონი ჯგუფში მისვლამდე არ უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. უბრალოდ მას ჰქონდა გადასარევი რიტმის შეგრძნება და ყველაფერი მალე აითვისა. ვოკალური პარტია სიმღერაზე Shiver ასჯერ მაინც ჩაიწერა კრის მარტინის მიერ, მაგრამ საბოლოოდ სწორედ ის ვერსია აირჩიეს, რომელიც მარტინმა ერთხელ ჩაწერა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, უილიამ ულეტი გახლდათ პირველი პარლამენტარი ბრიტანეთში, რომელმაც ყველა დაარწმუნა, რომ საათი ზაფხულისა და ზამთრის დროებზე უნდა გადაეყვანათ. სწორედ უილიამ უილეტის შთამომავალია კრის მარტინი.

კრის მარტინი გადასარევად წერს და ხატავს, მეტიც მას აქვს უნარი მარცხენა ხელით წეროს, ხოლო მარჯვენა ხელით ხატოს. სამაგიეროდ უსუსტესია კულინარიაში.

ყოფილი მეუღლე გვინეთ პელთროუ იხსენებს, რომ სამზარეულოში შესული კრის მარტინის გამო არაერთხელ გამოიძახეს სასწრაფო.

კრის მარტინს საშინლად არ უყვარს პაპარაცები, 2003 წელს ის თავს დაესხა პაპარაცების მანქანას, რის გამოც დააპატიმრეს კიდეც.

კრისს აქვს უცნაური დაავადება, მას მუდმივად ესმის უცნაური ხმები ყურებში. ეს იმის გამო, რომ ბავშვობაში მუსიკას ხმამაღლა უსმენდა. ამის გამო მარტინი შვილებისთვის სპეციალურ ყურსასმენებს იყენებს, რომ მათ ყურის აპარატი არ დაუზიანდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები