LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გახდა 50 Cent  მუსიკის სამყაროში ყველაზე გავლენიანი ადამიანი – უკიდურეს გაჭირვებაში გაზრდილი ობოლი ბიჭის გასაოცარი ისტორია

281
50cent

50 Cent ცნობილი ამერიკელი რეპერია, რომლის შემოქმედებამ პოპულარობის პიკს 2000-იან წლებში მიაღწია. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც გამოვიდა ალბომები Get Rich or Die Tryin და The Massacre. ჯამში მსოფლიოს მასშტაბით ალბომები 40 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

მუსიკალური ისტორიები

მუსიკოსის ნამდვილი სახელია კერტის ჯეიმს ჯექსონი და ის 1975 წელს, საკმაოდ ხელმომჭირნე ოჯახში დაიბადა. საინტერესოა, რომ რეპერის დედა 15 წლის იყო, როცა მას შვილი შეეძინა. მამა მუსიკოსს არასოდეს უნახავს, პატარა კერტისი ეგრეთ წოდებულ სამხრეთ იამაიკაზე გაიზარდა, სადაც დანაშაული ცხოვრების წესი გახლდათ. მუსიკოსი მხოლოდ 8 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. სიკვდილის მიზეზად გაზით გაგუდვა დასახელდა, თუმცა პოლიცია მუშაობდა მკვლელობის ვერსიაზეც, რადგან კერტისის დედა ნარკოტიკებით ვაჭრობდა. მოზარდზე ზრუნვა საკუთარ თავზე ბებიამ და ბაბუამ აიღეს. ის იხსენებს, რომ საოცრად არ უყვარდა სწავლა, მაგრამ მოსწონდა კრივი და ცდილობდა ესწავლა ბრძოლა, რათა იმ გარემოში თავი დაეცვა. 15 წლის იყო, როცა იარაღი შეიძინა, მალევე ჩაერთო ნარკობიზნესში და ყველაფერი თავდაყირა დადგა, ის რამდენჯერმე იყო დაკავებული.

21 წლის ასაკში კერტისი მამა გახდა და ამან კიდევ უფრო მეტად გადააწყვეტინა, ცხოვრების გზა შეეცვალა. ყველაფერს უშველა მუსიკამ, 1996 წელს მან აქტიურად დაიწყო მუშაობა მუსიკალურ ლეიბლებთან და დაუმეგობრდა იმ დროის გაივლიან მუსიკოსებსაც. 1999 წელს გააფორმა კონტრაქტი „კოლუმბია რექორდსთან“ და სულ რაღაც ორ კვირაში 300-ზე მეტი ტრეკის ჩაწერა შეძლო. პირველი სინგლი, რომელმაც 50 Cent-ს პოპულარობა მოუტანა გახლდათ How to Rob, ამ დროს ის უკვე ფსევდონიმის ქვეშ მღეროდა. პოპულარობა ეს ესაა იწყებოდა, როცა სახლთან მანქანით მისულ მუსიკოსს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ჯამში კერტისს 9 ტყვია მოხვდა და ის სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. ერთ წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, მუსიკოსი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. აქვე მისი სინგლი ემინემმა მოისმინა და მასთან მუშაობა შესთავაზა, აქ გაიცნო კერტისმა Dr Dre-იც, რომელიც მაშინ ჰიპ-ჰოპის მეფედ ითვლებოდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 50 Cent – მა არა მარტო გადაფარა ალბომის შექმნაზე გაწეული ხარჯები, არამედ მილიონიანი მოგება მოუტანა შემქმნელებს. ალბომი Get Rich or Die Tryin ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საკულტო გახდა. მასში იყო ყველაფერი, რაც მსმენელს ასე მოსწონდა. სწორედ 50Cent-მა მიიტანა რეპი მასებამდე, რადგან შეძლო და ქუჩის მუსიკა ლირიკულ მელოდიასთან დააბალანსა. მალევე მუსიკოსმა შექმნა ხმისჩამწერი კომპანია Interscope და გამოუშვა ახალი ალბომების სერია. მათ შორის სინგლი Candy Shop, რომელიც ბილბორდის ჩარტების ტოპ-სიმღერა და „გრემის“ ნომინანტი ჰიტი გახდა.

გარდა მუსიკისა, კერტისი აქტიურად დაკავდა კინო ინდუსტრიით, მის ანგარიშზე 30-ზე მეტი კინოსურათია, სადაც ის მთავარ როლს ასრულებს. მათ შორის ფილმი „გამდიდრდა ან მოკვდი“. დღეს 50 Cent მუსიკას არ წერს, ის მთლიანად კინო ინდუსტრიაშია და თან ძალიან წარმატებით. ის ახლაც უამრავი ფილმისა და სერიალის სცენარზე მუშაობს.  ცოტა ხნის წინ ის „სუპრ ბოულის“ ფინალური შოუს სცენაზე გამოჩნდა, სადაც ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავებთან ერთად, თავისი ცნობილი ჰიტი შეასრულა. ეს იყო დიდი დაბრუნება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

ახალ რაც შეეხება პირადს, კარიერის დასაწყისში მუსიკოსი შანიკა ტომპკინს ხვდებოდა, წყვილს მალე ვაჟი შეეძინა. 50 Cent-ს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს ცნობილი მოდელისგან, დაფნა ჯოისგან. ასევე მას სხვადასხვა წლებში რომანები ჰქონდა სიარასთან და ჩელსი ხედლერთან. 2019 წლიდან ის ჯამირა ხეინსს ხვდება.

50 Cent-ის კლიპმა In Da Club „იუთუბზე“ მილიარდ ნახვას გადააჭარბა 

50 Cent-მა ემინემი კრიმინალურ სერიალში გადაიღო 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები