LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 Cent-ის კლიპმა In Da Club „იუთუბზე“ მილიარდ ნახვას გადააჭარბა

129
maxresdefault

უკანასკნელ პერიოდში საინტერესო ტენდენცია ფიქსირდება, „მივიწყებული“ კომპოზიციები კვლავ აქტუალური ხდება და ნახვების რეკორდებსაც ხსნის. აი მაგალითად, გასულ კვირას, ემინემის ჰიტმა Without Me „იუთუბზე“ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. ცოტა ხნის წინ კი რეპერს, 50 Cent-იც შეუერთდა, მისმა კლიპის ნახვებმა,  In Da Club მილიარდს  გადააჭარბა.

აღნიშნული ინფორმაცია კურტის ჯექსონის მაშინდელმა ლეიბლმა, Shady Records „ტვიტერზე“ გაავრცელა.

https://twitter.com/ShadyRecords/status/1328461331079569409?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1328461331079569409%7Ctwgr%5E&ref_url=https%3A%2F%2Fpopmusic.ge%2Farticle%2F17611-50-cent-klipma-da-club-iutubze-miliard-nakhvas-gadaacharba

შეგახსნებთ, კომპოზიცია, რომელიც ბევრმა გავლენიანმა გამოცემამ 2000-იანი წლების ტოპ-ნამუშევრად დაასახელა,  ცხრაგზის პლატინის სტატუსის მქონე სადებიუტო ალბომის, Get Rich Or Die Tryin სინგლია. ნამუშევარი „როლინგ სთოუნმა“ ყველა დროის საუკეთესო 500 კომპოზიციაში შეიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები