LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც ყველა დედას, მეჩვენებოდა, რომ ჩემი შვილი საუკეთესო იყო.. მადლობა ჩემს საყვარელ ქართველებს..“ – ბაბი კირკიტაძის დედის ემოციური მიმართვა

743
BeFunky-collage (1)

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ღამის შოუ“ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულები – ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი სტუმრობდნენ, რომლებმაც მოპოვებული წარმატების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს და საკუთარი ემოციები მაყურებლებს გაუზიარეს.

ამავე გადაცემას სტუმრობდა ბაბი კირკიტაძის დედა, რომელმაც მისი შვილის მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„შედეგებით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ასეთი სანუკვარი შედეგი მათ დაგვადებინეს და რასაკვირველია, ბედნიერი ვართ.

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ყველა გადაცემას ვესწრებოდი. ჩერტკოევის ყველა შენიშვნაზე აფორიაქებული ვიყავი. სახლიდან ამას ვერ გავუძლებდი.

არც მე ვიყავი გამონაკლისი და როგორც ყველა დედას, მეჩვენებოდა, რომ ჩემი შვილი საუკეთესო იყო, რაღაცას აკლებდნენ.

ბედნიერი ვარ, მადლობა ჩემს საყვარელ ქართველებს, რომ ეს შედეგი დავდეთ.

დაგვიანება ბავშვობაში უყვარდა. მამამისს ჰგავს.. მათი საწოლიდან წამოყენება ერთი დიდი ტრაგედიაა ოჯახში“,- აღნიშნა ინგა ოდიკაძემ.

? „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულები – ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი

? „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულები – ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი

#ღამისშოუ #აქიმედია

Posted by TV Imedi on Tuesday, January 24, 2023

 

თავის მხრივ, ბაბი კირკიტაძემ მის გულშემატკივრებს აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები