ახლად შეუღლებული ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ამჯერად შეკვეთილში ისვენებენ.
ამის შესახებ ირაკლის “ინსტაგრამიდან” ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, ვარსკვლავურ წყვილს სასტუმრო “პარაგრაფმა” სასიამოვნო დახვედრა მოუწყო.
“ძვირფასო ლიზა და ირაკლი მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ გამორჩეულ წყვილს. გისურვებთ სიყვარულითა და ბედნიერებით აღსავსე ცხოვრებას,” – ასეთი მესიჯი დაუტოვა სასტუმროს ადმინისტრაციამ ირაკლის და ლიზას.