LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი სქემით იმუშავებენ რესტორნები და კინოთეატრები – ბრიტანული მოდელი

133
345

რამდენიმე თვიანი კარანტინის შემდეგ ბრიტანელებს საშუალება მიეცემათ, რომ სახლები დატოვონ და გარეთ თავისუფლად გავიდნენ. 4 ივლისიდან ბარები, რესტორნები და კინოთეატრები გაიხსნება.

მთავარი წესი კი რომელსაც საზოგადოება უნდა დაემორჩილოს – 2 მეტრიანი დისტანციის დაცვაა, რაც მარტივი ნამდვილად არ იქნება.

კინო

კინო იხსნება, თუმცა სეანსის დაწყებისა თუ დასრულების დრო მკაცრად განისაზღვრება. გვიანი ჩვენებები საერთოდ გაუქმდება.

ხელის სანიტაიზერი განთავსდება ყველგან, ფილმის მოყვარულებს დარბაზში ძალიან ბევრი ცარიელი ადგილი დახვდებათ, რადგან თითოელ სეანსზე დამსწრეთა რაოდენობა ძალიან შეიზღუდება.

ცარიელი ადგილების დატოვებას ბილეთების შესაძენი აპლიკაცია დაარეგულირებს და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით ვიზიტორებს ერთმანეთისგან მოშორებით განათავსებს.

ზოგიერთი კინოთეატრი მომხმარებელს ბილეთს საერთოდ არ აარჩევინებს და წინასწარ განსაზღვრულ ადგილს მისცემს.

ყველა შემთხვევაში კინოთეატრს მუშაობა ნახევარი დატვირთვით მოუწევს. როგორც ერთ-ერთი კინოს დირექტორი კაროლ რენი აცხადებს, საუკეთესო შემთხვევაში სკამების 25% თუ იქნება დაკავებული.

როგორ იმუშავებენ პაბები და რესტორნები?

რესტორნებს, პაბებსა და ბარებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.

ის დაწესებულებები სადაც 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება – საერთოდ არ გაიხსნება.

სხვა ცვლილებებს შორის იქნება:

  • არანაირი „შვედური მაგიდა“
  • მაგიდებს შორის დისტანცია ან გამჭირვალე კედელი
  • ბართან დგომა აიკრძალება
  • საჭირო ოთახში შესვლა მხოლოდ თითო-თითოდ იქნება ნებადართული

სტუმრებს მაგიდის დაჯავშნა წინასწარ მოუწევთ, რათა სოციალური დისტანციის დაცვა უფრო მარტივი იყოს და ხალხმრავლობაც არ შეიქმნას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები