LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolling Stones-მა დონალდ ტრამპს მათი სიმღერების გამოყენება აუკრძალა

102
PRC-155951493-1

როლინგ სტოუნზმა დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მათი სიმღერები არ გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლებენ.

ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მათი მუსიკის არალეგალურ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრძოლას იწყებენ.

გასულ კვირას, ტრამპის კამპანიის დროს გამოიყენეს სიმღერა – You’re Always Get What You Want.

იგივე სიმღერა გამოიყენა ტრამპის კამპანიამ 2016 წლის აშშ-ის არჩევნების დროს.

“ჩვენ ტრამპს არ ვუჭერთ მხარს” – დაწერეს ტვიტზე მაშინ როლნგ სთოუნზის წევრებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები