LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გიცირიძე: ჰაერში სანქციების სუნი ტრიალებს

84
unnamed

“ფაქტობრივად საუბარია სანქციების დაწესებაზე და რეალურად ამ ხელისუფლების დასჯაზე მიდის საუბარი. ადგნენ ეს უგუნური, შტერები სხვანაირად როგორ უნდა ვუწოდო ამ პარლამენტის სამეულს და აშშ-ის ელჩს დაცხეს და თანაც როგორ?! ვიღაც ჩინოვნიკმა გააფუჭა ჩვენს შორის ურთიერთობაო. სამარცხვინო განცხადებაა.”-ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივ განცხადებას.

როგორც ის აღნიშნავს, სანქციების მუქარა უფრო ეფექტიანია, ვიდრე სანქცია.

“სანქციების სუნი ტრიალებს ჰაერში. იქნება თუ არა სანქციები, რასაც თქვენ ამბობთ, ხშირად სანქციების მუქარა უფრო ეფექტიანია, ვიდრე თავად სანქცია”, – აღნიშნა გოცირიძემ.

“ვინ ატყუებს აშშ-ის მთავრობას, ატყუებს აშშ-ის ელჩი?! თურმე ამერიკას არ აქვს ანალიტიკური სამსახური. რბილად, რომ ვთქვა ინტერნეტითა და სხვა წყაროებით ინტერნეტის გადამოწმება არ ხდება?! არ არსებობს ევროკავშირი და ნატოს პარტნიორი ქვეყნები და იქიდან ინფორმაცია არ მიდის?! არ არსებობს იქ ამერიკაში საქართველოს საელჩო?!

საერთოდ ჩვენი დიპლომატიური კორპუსი უსაქმურებისაა! რომ ჰკითხოთ რას აკეთებ-თქო?! გეტყვიან – არაღიარების პოლიტიკას ვეწევითო… რამდენიმე წელიწადია აკვიატებული ერთი და იმავე რაღაც აქვთ. ამათ ვინ ეკითხებათ?! ეს ივანიშვილის სქემაა. ან ღარიბაშვილს ვინ ეკითხება ხელისუფლებაში მოსვლას, წასვლას? დაიბარებს ივანიშვილი და გააგდებს, როგორც ერთხელ გაუკეთა. ამათ არავინ არავის არ ეკითხება. სანქცია 30 წლის განმავლობაში საჯაროდ არ უხსენებიათ. ივანიშვილი გაბრაზდა ამერიკაზე! უკვე ერთი წვეთი იქნება საკმარისი ივანიშვილის დასანქცირებისათვის“, – განაცხადა გოცირიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g