LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ტელევიზიაში ან რადიოშიც მინდა, იქ მივალ – ნიკა მელია პროკურატურის გაფრთხილებას არ ემორჩილება

115
melia 2

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა, უწყების გაფრთხილებას არ ემორჩილება და მედიასაშუალებებში სტუმრად მისვლას ისევ აპირებს.

ნიკა მელია განმარტავს, რომ გირაოსა და შინაპატიმრობაზე უარესი მხოლოდ პატიმრობა. ის თვლის, რომ პროკურატურამ ან უნდა დააკავოს, ან მისცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება. 

აქუბარდიას გადაცემაში მისვლის გამო, მელია პროკურატურამ დაიბარა

მთელი სამი დღე ფიქრობდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. ახლა უნდა გაგაფრთხილოთო და შემდეგზე თუ წახვალ, შემდეგ დაგაკავებთო.

„მივიღე გაფრთხილება, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების სახე იქნება გამოყენებული ჩემს მიმართ. გირაოზე და შინაპატიმრობაზე უფრო მკაცრი ღონისძიება არის მხოლოდ პატიმრობა. მე ვუთხარი, რომ შეგიძლიათ ახლავე ჩათვალოთ ჩემი პოზიცია საბოლოო პოზიციად და თქვენს ხელმძღვანელობას გადასცეთ, რომ აუცილებლად, სადაც ჩავთვლი საჭიროდ, რომელ ტელე-რადიო კომპანიაშიც ჩავთვლი საჭიროდ იქ მივალ, მიუხედავად იმისა, პროკურატურა ამაზე თანხმობას განაცხადებს თუ -არა“,-აცხადებს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები