LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რურუას ცემის საქმეზე გლდანის ციხის 2 თანამშრომელი დააკავეს

64
unnamed

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი რურუას ცემის საქმეზე გლდანის ციხის 2 თანამშრომელი დააკავეს. სამინისტროს გენერალური ინსპექცია პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორსა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორს სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.

“გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში 2020 წლის 16 ნოემბერს დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა და რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია”,— ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს. უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება.

„ჩემი მძევლად დატოვება მეორეხარისხოვანია“: რურუა ოპოზიციას მიმართავს

შეგახსნებთ, 2 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა, რომ ციხეში გიორგი რურუას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახის არეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები