LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა ნიკოლაევში აღჭურვილობა დატოვეს და ბრძოლის ველიდან გაიქცნენ: სამხარეო ადმინისტრაცია

164
merlin-203339850-e92f13d8-4cb4-4eb2-8c3a-69d803eed524-articleLarge

გვიან ღამით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ოდესის რეგიონში.

რუსმა ოკუპანტებმა ზღვიდან სოფელ ტუზლას შეუტიეს. სამხარეო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის ცნობით, თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გარდა ამისა, გასულ ღამით რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ჟიტომირის რეგიონში – ქალაქებში ოვრუჩსა და კოროს-ტენში. სარაკეტო თავდასხმების შედეგად განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, დაზიანდა სკოლა. არიან დაშავებულები. ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალები ისმოდა პოლტავასა და დნეპრში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, საოკუპაციო ჯარები ცდილობენ ალყაში მოაქციონ კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი და ნიკოლაივი. რუსი სამხედროები სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობენ ბუჩაზე, გოსტომელსა და ირპენზე. ნიკოლაევის რეგიონში რუსეთის ჯარმა გადალახა მდინარე ინგული და კაშპერო-ნიკოლაევკა დაიკავა. რუსეთის არმია თავს ესხმის ზაპოროჟიესაც. ბრძოლა გრძელდება ხერსონშიც.

უკრაინის განათლების უწყების ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 200-ზე მეტი სკოლა განადგურდა, ან დაზიანდა. CNN-ის ინფორმაციით, რუსეთმა საერთო ჯამში 600 რაკეტა გაისროლა და უკრაინაში საზღვართან მყოფი ჯარების 95% შეიყვანა.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ნიკოლაევის რეგიონში თავიანთი აღჭურვილობა დატოვეს და ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ქალაქი ჩუგუევი.

 

ფოტო: The New York Times

magti 5g