LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან ფრენების აკრძალვის მიუხედავად, ქართული ტურიზმი მაინც იზრდება

149
turists

რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს – ამის შესახებ საუბარია „თიბისის“ ყოველკვირეული მაჩვენებლების ანალიზში.

„თიბისის“ ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთიდან ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსეთიდან ტურისტების შემცირებაა.

ივლისის მეორე კვირაში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების 21.4%-იანი კლება დაფიქსირდა და მათ შორის, თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორები 78.6%-ით შემცირდა. სახმელეთო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით იმავე დონეზე იყო.

ამასთან, სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების მატების შედეგად, ჯამურად ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს.

პუბლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:  https://www.tbcresearch.ge/en/Research/Flight-ban-impact

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g