მას შემდეგ, რაც ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი რუსეთიდან გაემგზავრნენ, მეუღლეების ახალი ადგილსამყოფლის შესახებ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. ახლა კი დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ალა და მაქსიმი ისრაელში იმყოფებიან, სადაც მათ წლების წინ შეიძინეს უძრავი ქონება. მედიაში წერენ, რომ გალკინი და პუგაჩოვა შვილებისთვის სკოლას აქტიურად ეძებენ.
მეტიც, ცნობილი ხდება რომ სამსახურს ეძებს რუსული ესტრადის პრიმადონაც, ისევე როგორც თავად გალკინიც. ცნობილია ისიც, რომ ალას ისრაელის ტელევიზიამ მუსიკალური შოუს წაყვანა შესთავაზა.
„ამინდს მაინც ვერ ქმნიან“ – პესკოვი ალა პუგაჩოვასა და რუსეთიდან წასულ სხვა არტისტებზე