LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალში ჩადის

86
1563201238-კონსტანტინ-კოსაჩოვი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ხვალ, 5 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის სიტყვებით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომისიის სხდომა, ისაუბრებენ საკითხებზე, რომელთა რეალიზაციაში რუსეთი ეხმარება ცხინვალს. საუბარი “ორმხრივ” თანამშრომლობაზე იქნება.

ოკუპირებული ცხინვალის პარლამენტსა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2008 წლის სექტემბერში, აგვისტოს ომის შემდეგ, გაფორმდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები