LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დუმის დეპუტატი: ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ვარ

898
gavrilov

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ვარ – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე მიღებაზე იმყოფება, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობს.

კითხვაზე, უქმნის თუ არა მას უხერხულობას იმ ქვეყანაში ყოფნა, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, გავრილოვი ასე პასუხობს:

“არანაირი დისკომფორტი. ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველო ჩემი სამშობლოა”

შეგახსნებთ,  გავრლოვის საქართველოში ჩამოსვლას სამარცხვინოს უწოდებენ ოპოზიციაში . ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის, ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე რუსი დეპუტატების ვიზიტი სამოქალაქო მოძრაობამაც გააპროტესტა.სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილები რუს დეპუტატებს შეძახილებითა და ტრანსფარანტებით დახვდნენ. მათ სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.

დღეს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა დაიწყო, რომელიც 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მას რუსეთის დუმის დეპუტატებიც დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები