LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მოქალაქეებს სპეციალური ნებართვის გარეშე შეეძლებათ საქართველოს სახმელეთო საზღვრის კვეთა

242
--2022-04-25_18-43-34_969982

რუსეთმა თავის მოქალაქეებს, სახმელეთო გზით, საქართველოში შესვლის წესები გაუმარტივა. რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ 17 მაისს გამოქვეყნებული განკარგულებით, რუსეთის მოქალაქეებს სპეციალური ნებართვის გარეშე შეეძლებათ საქართველოს სახმელეთო საზღვრის კვეთა. ინფორმაციას რუსული Forbes ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი წესებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოსთან სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა შეეძლებათ COVID-19-ზე უარყოფითი ტესტის, ან ვაქცინაციის ცნობის საფუძველზე.

Forbes ასევე, რუსების მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ 2022 წლის პირველი სამი თვის მონაცემები მოჰყავს. რუსული Forbes-ის ცნობით, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ჩასული რუსების რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა და, დაახლოებით, 38 000 ადამიანი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 27 მარტს რუსეთის მთავრობამ თავის მოქალაქეებს საქართველოს სახმელეთო საზღვრის კვეთისთვის, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, კონკრეტული შეზღუდვები დაუწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები