LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „აზოვსტალში“ მყოფ დაჭრილ სამხედროებს, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაიყვანენ

300
დონეცკი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ დაჭრილ სამხედროებს, თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაიყვანენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, დამყარებულია ე.წ. სიჩუმის რეჟიმი და გახსნილია ჰუმანიტარული დერეფანი, რომლითაც დაჭრილ სამხედროებს გადაიყვანენ ნოვოაზოვსკში, რომელსაც ამჟამად რუსი სამხედროები და სეპარატისტები აკონტროლებენ.

მარიუპოლის ადმინისტრაცია: „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია ცეცხლგამჩენი ან ფოსფორის ჭურვებით დაბომბეს

„ჩვენი გემი მზადაა გავიდეს და დაშავებული ჯარისკაცები თუ სამოქალაქო პირები თურქეთში ჩამოიყვანოს“ – თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი „აზოვსტალიდან“ ევაკუაციაზე

„აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს: უკრაინის ვიცე-პრემიერი