რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინის სამხრეთით მდებარე ხერსონის ოლქზე სრული კონტროლი მოიპოვეს.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, ოლქის დაკავების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მედიამ დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა კონაშენკოვის განცხადება, თუმცა მის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო Interfax-AVN ციტირებს, რომლის მიხედვითაც, რუსულმა ძალებმა მთელ ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამყარეს.
შეგახსენებთ, რუსი სამხედროების შესვლის მიუხედავად, ხერსონის მოსახლეობა აქტიურად აგრძელებს ქუჩაში გამოსვლას.
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ მართავენ ხერსონის მოქალაქეები აქციებს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები იარაღს გაფრთხილების მიზნით ჰაერში ისვრიან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: