LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

145
რუსეთის ფედ კომიტეტი

„უკრაინაში მებრძოლ ხუთ დაქირავებულ ქართველ მებრძოლზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, ხოლო საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს მსგავსი ბრალდება წაუყენეს“, – ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

„უცხოელი დაქირავებული მებრძოლების საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობის ფაქტების გამოძიების ფარგლებში გამოძიებამ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

მათ ადრე დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიება შეეფარდათ“, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში.

მათივე მტკიცებით, მოიპოვეს მტკიცებულებები საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის „ქართულ ეროვნულ ლეგიონში“ მონაწილეობის შესახებ და მათ მსგავსი ბრალდება წაუყენეს.

მათივე ცნობით, ახლა გროვდება მონაცემები, რომლებიც აუცილებელია სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულთა დევნისთვის.