LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალები გაჰყავს

138
ვლადიმერ მედინსკი

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა და მოლაპარაკებების დროს განხილულ წინადადებებს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს გააცნობენ.

მედინსკის თქმით, კონფლიქტის დეესკალაციისთვის რუსეთი ორ ნაბიჯს დგამს, საამისოდ კი მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ განცხადებაზე მიუთითა, რომელიც კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ გავრცელდა.

უკრაინამ მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა – რას აცხადებენ მხარეები

რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადებას, როგორც მათ განაცხადეს, მიღებულია გადაწყვეტილება, კარდინალურად შემცირდეს საბრძოლო მოქმედებები კიევსა და ჩერნიგოვის მიმართულებით.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

„შეხვედრაზე განხილული პრინციპების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთნდობის გაზრდისა და მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და ზემოთ აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერაზე შეთანხმების საბოლოო მიზნის მისაღწევად გადაწყვიტა სამხედრო აქტივობის რადიკალურად შემცირება კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.“

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გადის.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში