LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში დააკავეს კაცი, რომელმაც ტყეში ყალბი სასაზღვრო პუნქტი ააგო, ის მიგრანტებს ევროკავშირში გადასვლას ჰპირდებოდა

383
5de95e8c1166f (1)

ფინეთის საზღვართან, რუსეთის ტერიტორიაზე, მამაკაცმა ტყეში ყალბი სასაზღვრო პუნქტი ააშენა. ის ფულის სანაცვლოდ ევროკავშირის ქვეყნებში წასვლის მსურველ მიგრანტებს ევროპაში გადასვლას სთავაზობდა.

რუსეთის სასაზღვრო სამსახური იტყობინება, რომ დაკავებულია 5 პიროვნება. თავად დამნაშავე და ის პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ დანაშაულში.

თურმე მამაკაცმა 4 სამხრეთ აზიელს 10 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ ფინეთში გადაიყვანა შესთავაზა. შედეგად კი, მან დაამონტაჟა საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები და მამაკაცები წრიული მარშრუტით ვიბორგის რეგიონში ჯერ ავტომობილით, შემდეგ ფეხით და ბოლოს ტბის ირგვლივ გასაბერი ნავით ატარა.

სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ხუთივე მათგანი აღნიშნული მარშრუტის დროს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები