LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ტერორისტული თავდასხმის რისკის გამო აშშ მოქალაქეებს აფრთხილებს

88

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმში გამგზავრებისაგან თავის შეკავებას ურჩევს. შესაბამისი გაფრთხილება უწყებამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ყირიმში გამგზავრების შემთხვევაში ამერიკის მოქალაქეები დაცულები ვერ იქნებიან.

რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიას, სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რუსეთში ფეხბურთის ჩემპიონატის ჩატარების ადგილები შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმების სამიზნე გახდეს. ასევე, უწყება რუსეთში ძალოვანი უწყებებისგან და სხვა ჩინოვნიკებისგან სავარაუდო “დევნისა და გამოძალვის” შესახებ აფრთხილებს.

ცნობისთვის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთის 11 ქალაქში ჩატარდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები